ფეხბურთი

16:15 | 9.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისელთა ზედიზედ მესამე მარცხი და ფეხბედნიერი კაჭარავა

შაბათ-კვირას ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრის პირველი ტურის მატჩები იმართება. შაბათის შეხვედრები უკვე დასრულდა. გორში “დილამ” მოულოდნელად წააგო “სიონთან” – 0:2, “მეტალურგმა” ერთობ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “ტორპედოსთან” (2:1) და ცხრილში ქუთაისელების მე-3 ადგილი დაიკავა. ეს ტორპედოელთა ზედიზედ მე-3 მარცხია. კახა კაჭარავას “სპარტაკში” მისვლა მართლაც ფეხბედნიერი გამოდგა. ცხინვალელებმა მისი ხელმძღვანელობით ზედიზედ მეორე თამაში მოიგეს. მარტვილელებმა კი მიჯრით მე-6 მატჩი წააგეს.

 

დილა (გორი) – სიონი (ბოლნისი)  0:2 (0:1)

გოლი: 0:1 ლაშა თოთაძე (2), 0:2 გიორგი განუგრავა (91)

 

სპარტაკი (ცხინვალი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 თეიმურაზ ჭყონია (89) 

 

მეტალურგი (რუსთავი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 რევაზ გეწაძე (47), 2:0 გიორგი ბერიაშვილი (55), 2:1 მამია გავაშელიშვილი (77)

 

ჩიხურა (საჩხერე) – ზუგდიდი

10 ნოემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 14:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი პაჭკორია (“ზუგდიდი”)

მსაჯები: ბ. ნინუა, ზ. ფიფია, ლ. ვარამიშვილი, თ. ხუჭუა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 3:1

 

 

გურია (ლანჩხუთი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

10 ნოემბერი. ქობულეთი. “ჩელე არენა.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: გურამ ადამაძე, გურამ მჭედლიშვილი (ორივე “ვიტ ჯორჯია”)

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ზ. ბერულავა, ზვ. ერქვანია, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 0:3

 

 

ზესტაფონი – დინამო (თბილისი)

10 ნოემბერი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00

დისკვალიფიცირებული: თევდორე გრიგალაშვილი (“ზესტაფონი”)

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ზ. მენთეშაშვილი, დ. ჩიგოგოძე, ა. კრიჭაშვილი, ა. ნონიკაშვილი, მ. ბეუქლიშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში – 1:2

 

1      დინამო                                      11              8              2               1                27:9                26                 
2 ჩიხურა                   11 7 1 3 25:19 22
3 მეტალურგი    12 6 3 3 18:16 21
4 ტორპედო 12 5 4 3 17:11 19
5 გურია 11 6 0 5 11:14 18
6 დილა 12 5 3 4 16:12 18
7 ზესტაფონი 11 4 3 4 12:8 15
8 სიონი 12 3 4 5 12:15 13
9 მერანი  12 4 0 8 12:26 12
10 ვიტ ჯორჯია 11 3 3 5 15:17 12
11 სპარტაკი  12 3 1 8 9:16 10
12 ზუგდიდი 11 1 4 6 5:16 7


მეგოლეები:

9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”)

8 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)

6 – დორინ გოგა (“დინამო”)

5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე - “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ვილი ისიანი (“გურია”),

3 – ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე (ორივე - “სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ჯამბულ ჯიღაური, გიორგი გაბედავა (ორივე - “ჩიხურა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

 

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

სსს-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

0.126558