თუკი “ქუინზ პარკ რეინჯერსი” ინგლისის პრემიერლიგაში ადგილს ვერ შეინარჩუნებს, გუნდს ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. The Guardian-ის ცნობით, წამსვლელთა სიაში არიან ის ფეხბურთელები, რომელთა ყოველკვირეული ანაზღაურებაც 50 ათას გირვანქა სტერლინგს აღემატება.
ასეთი არაერთია: ლოიკ რემი, ჟულიუ სეზარი, ადელ ტაარაბტი, რობერტ გრინი, ესტებან გრანერო, დევიდ ჰოილეტი და კრისტოფერ სამბა. გარდა ამისა, კონტრაქტები ეწურებათ რედაკ ჩერნის, ბრაიან მორფის, ტალ ბენ ჰაიმს, რობ ჰალსს, ფაბიო და სილვასა და ანდროს ტაუსენდს.
აღსანიშნავია, რომ ქპრ-ს თავკაცი ჰარი რედნაპი მზადაა, გუნდს ჩემპიონლიგაშიც უხელმძღვანელოს.
სადღეისოდ, ქპრ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.