რეიტინგსიის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის „მასტერზ1000“-ის მერვეფინალში ესპანელ ტომი რობრედოსთან დამარცხდა. შეგახსენებთ, ცინცინატის შეჯიბრება „მასტერზ1000“-ის სერიებიდან ერთადერთი შეჯიბრებაა, რომლის მთავარი პრიზი ჯოკოვიჩს ჯერჯერობით არ მოუგია.
„ბოლოხანს ჩემ ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ქორწილი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე სასიხარულო რიტუალია და ამ ცერემონიამ ჩემ პრიორიტეტებზე დროებით ზეგავლენა მოახდინა. ამის მიუხედავად, ჩოგბურთი ძალიან მიყვარს, ვაპირებ კიდევ უფრო მეტი მონდომებით წვრთნასა და თამაშს. კიდევ ბევრი ტიტულის მოპოვებას ვგეგმავ და მსურს, შეძლებისდაგვარად დიდხანს შემოვრჩე კლასიფიკაციაში პირველ ადგილს“, - განუცხადა „ნოლემ“ Tennis.com-ის ჟურნალისტს.