“ღმერთო ჩემო, ქინქლაძე დააჯილდოვეს და მე ვერ ვნახე” – ეს “მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთი ფანის დაწერილია Twitter-ში.
90-იანი წლების “სიტისა” და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი “ეტიჰადზე” საჩემპიონო მატჩის წინ დააჯილდოვეს: სანამ “მანჩესტერ სიტი””ვესტ ჰემი” დაიწყებოდა. ქინქლაძის მინდორზე გასვლას დიდი ოვაციები მოჰყვა, ხალხი ტაშს უკრავდა ქართველს, რომელიც ჯადოსნურ ფეხბურთს თამაშობდა და დღესაც უამრავი ადამიანის საყვარელი ფეხბურთელია.
ქინქლაძეს პრიზი გადასცეს, როგორც “სიტის” ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში შეყვანილ ფეხბურთელს.
Mirror-ის ცნობით, “სიტის” ზოგიერთ გულშემატკივარს ქინქლაძეზე უკითხავს, ვინ არისო... თუმცა ისინი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები იქნებოდნენ, რომლებსაც არ უნახავთ, რას წარმოადგენდა ქართველი მათი საყვარელი გუნდისთვის. ქინქლაძის გამოჩენისთანავე, ტაბლოზე გიორგის მომენტები ჩაირთო. ფაქტობრივად იმდროინდელი “სიტი” ერთი კაცის გუნდად ითვლებოდა.
ისე, 17 წლის წინ, ზუსტად “სიტი”-“ვესტ ჰემის” მატჩში, აი, რა ამბებს ატრიალებს “ქინქი”.