სხვა

14:39 | 14.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქევხიშვილმა ამერიკის საუნივერსიტეტო ჩემპიონატი მოიგო

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბირთვის მკვრელი მარიამ ქევხიშვილი წარმატებულ სეზონს აგრძელებს. ქევხიშვილმა 12-13 მარტს არკანზასის შტატის ქალაქ ფეიტევილში გამართულ ამერიკის ზამთრის საუნივერსიტეტო ჩემპიონატში ბირთვი 18.59 მეტრზე კრა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საქართველოს სპორტის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, 18.59 მეტრი ბირთვის კვრაში საქართველოს ზამთრის ჩემპიონატის ახალი რეკორდია, რომელიც ქევხიშვილმა წელს რამდენჯერმე გააუმჯობესა.
ამასთან, ქევხიშვილი მეორე ქალი ბირთვის მკვრელია ამერიკის საუნივერსიტეტო ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც შტატების ზამთრის საუნივერსიტეტო ჩემპიონატი ზედიზედ სამჯერ მოიგო.
“ძალიან გახარებული და ბედნიერ ვარ, ამერიკის საუნივერსიტეტო ჩემპიონატის გამარჯვებული რომ გავხდი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს საქართველოს ზამთრის ჩემპიონატების რეკორდი ბირთვის კვრაში უკვე მესამედ გავაუმჯობესე, წელს კი ამერიკის საუნივერსიტეტო ტურნირებზე მეექვსედ ვიმარჯვე” – განაცხადა მარიამ ქევხიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.14753