ფილადელფიაში გამართულ ტრადიციულ საუნივერსიტეტო ტურნირზე მძლეოსნობაში, მორიგი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს მძლეოსანთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მარიამ ქევხიშვილმა.
სპორტის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ქართველმა ბირთვის მკვრელმა ბირთვი 18.17 მეტრზე ჰკრა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ქევხიშვილი აშშ-ში კიდევ რამდენიმე საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე გამოვა, ივნისის ბოლოს კი მალტაში გასამართ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.







