ქართველმა ბირთვის მკვრელმა მარიამ ქევხიშვილმა ფლორიდის შტატის ქალაქ ტოლჰასში გამართულ საუნივერსიტეტო ღია პირველობაზე მძლეოსნობაში, მორიგ წარმატებას მიაღწია.
სპორტის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ქევხიშვილმა, რომელიც ფლორიდის უნივერსიტეტის სახელით ასპარეზობს, ბირთვი 18.17 მეტრზე ჰკრა და პირველი ადგილი დაიკავა. საინტერესოა, რომ ქართველმა სპორტსმენმა მეორეზე გასულ ფიდელა ჯეიმსს თითქმის სამი მეტრით აჯობა.
ამრიგად, ქევხიშვილი გამარჯვებების სერიას აგრძელებს და 18-22 ივნისს მალტაში გასამართ ევროპის გუნდურ ჩემპიონატს კარგ ფორმაში ხვდება.







