ძიუდო

10:19 | 14.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქევხიშვილი იჭიდავებს, ოღონდ თბილისში არა

“თბილისის მსოფლიოს თასზე ნაკრები დავით ქევხიშვილისა და ირაკლი ცირეკიძის გარეშე გამოვა. დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მგონი, კარიერის დასრულებაზე ფიქრობენ”, – უთხრა ორიოდ დღის წინათ “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ამირან ტოტიკაშვილმა. ირაკლი ცირეკიძემ იმავე დღეს დაადასტურა, რომ თბილისის მსოფლიოს თასსაც ტოვებდა და აქტიურ კარიერასაც ასრულებდა. კომენტარისთვის დავით ქევხიშვილსაც შევეხმიანეთ.
- როგორც შევიტყვეთ, კარიერის დასრულებაზე ფიქრობ...
- ამაზე ფიქრი დიდი ხნის წინათ დავიწყე, მაგრამ საბოლოო გადაწყვე-ტილებამდე არ მივსულვარ. ასე რომ, ჯერჯერობით, ჭიდაობას ვაგრძელებ. ვნახოთ, როგორ იქნება.
- თბილისის მსოფლიოს თასზე იჭიდავებ?
- სეზონს ცოტა მოგვიანებით დავიწყებ, რომელიმე საერთაშორისო ტურნირით.
- 14 იანვარს ნაკრები წინასატურნირო შეკრებას იწყებს. არც ამ სამზადისში ჩაერთვები?
- ვნახოთ, ჯერ ვერ გეტყვით.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088933