ფეხბურთი

15:07 | 22.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქერიკმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების 32 წლის ნახევარმცველმა მაიკლ ქერიკმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ “მანჩესტერ იუნაიტედის” ტვიტერი იუწყება.

ახალი ხელშეკრულება ერთწლიანი და მისი ამოწურვის შემდეგ, მხარეების შეთანხმების შემთხვევაში, კონტრაქტი კიდევ ერთი წელი გახანგრძლივდება.

ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ კლუბმა და მოთამაშემ თანამშრომლობის გაგრძელებაზე წინასწარ იზრუნეს. მიმდინარე სეზონში ქერიკმა ინგლისის პრემიერლიგაში 10 მატჩი ჩაატარა.

ამჟამად, ფეხბურთელი “აქილევსის” მყესზე გადატანილი ოპერაციის მერე რეაბილიტაციის პროცესს გადის.

0.112476