ფეხბურთი

23:23 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას სია: ილურიძე და ცხადაძე პირველად

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მსოფლიოს 2014 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოეს ორ შეხვედრას თბილისში ჩაატარებს. თემურ ქეცბაიას გუნდი 6 სექტემბერს „დინამო არენაზე“ საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 10 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ქართველი ფეხბურთელები ფინეთს უმასპინძლებენ. ეროვნული გუნდი, 2 სექტემბრიდან ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეიკრიბება. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, საფრანგეთთან და ფინეთთან სულ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ორი დებიუტანტია: გორის „დილას“ წევრი, 21 წლის გიორგი ილურიძე და ბაქოს „ინტერის“ ფეხბურთელი ბაჩანა ცხადაძე.

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), ნუკრი რევიშვილი („დილა“, გორი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი“)

მცველები: უჩა ლობჟანიძე („დნიპრო“, უკრაინა), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი, გია გრიგალავა (ორივე „კრილია სოვეტოვი“, რუსეთი), ზურაბ ხიზანიშვილი („ქაისერისპორი“, თურქეთი), დავით კვირკველია („დინამო“ თბილისი), გულვერდ თომაშვილი („დილა“, გორი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე „დნიპრო“, უკრაინა),  დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე „ილიჩევეცი“, უკრაინა), ელგუჯა გრიგალაშვილი („დინამო“ თბილისი), ჯანო ანანიძე („როსტოვი“, რუსეთი) ირაკლი ძარია („დინამო“ თბილისი),

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი („ლეგია“, პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი), ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), გიორგი ილურიძე („დილა“ გორი), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“  ბაქო)

 სფფ-ის პრესსამსახური

0.12376