საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ევრო-2016 შესარჩევ ციკლში 11 და 14 ოქტომბერს სტუმრად შესაბამისად შოტლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ჩასატარებელი მატჩებისთვის შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა სია დაასახელა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, ქეცბაიამ შემდეგი მოთამაშეები შეარჩია:
მეკარეები: გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), როინ კვასხვაძე („ოთელოსი“, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი(„დინამო“).
მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), აკაკი ხუბუტია („გოვერლა“, უკრაინა) სოლომონ კვირკველია („რუბინი“, რუსეთი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი („ბოლუსპორი“, თურქეთი), დავით კვირკველია („სამტრედია“), ლაშა დვალი („სკონტო“,ლატვია).
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), სანდრო კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა) ჯაბა კანკავა („დნიპრო“, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, რუსეთი) ავთო ებრალიძე („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია“), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა, ირაკლი ძარია (ყველა „დინამო“).
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი („ფლამურტარი“, ალბანეთი).
ქეცბაიამ ნაკრებში მარიუპოლის “ილიჩევეცის” ნახევარმცველი დავით თარგამაძე არ მიიწვია, რომელიც ირლანდიასთან მატჩის მერე უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილი რთული ვითარების გამო მარიუპოლში არ ჩასულა. ასევე, ეროვნულ გუნდში მცველი თემურ ღონღაძე (“ჩიხურა”) და ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძე (“სამტრედია”) არ იქნებიან.
სამაგიეროდ, მან “სკონტოდან” ახალგაზრდა მცველ ლაშა დვალს უხმო, ხოლო თბილისის “დინამოდან” ნახევარმცველებს: მათე ცინცაძეს, გიორგი პაპავასა და გიორგი პაპუნაშვილს. ამ ოთხეულს ეროვნულ გუნდში ოფიციალური მატჩი არასოდეს უთამაშია.
საქართველოს ნაკრები შოტლანდიას გლაზგოში დაუპირისპირდება, ხოლო გიბრალტარს პორტუგალიის ქალაქ ფარუში შეხვდება.
ქეცბაიამ ირლანდიასთან თამაშის მერე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ შოტლანდიასთან და გიბრალტართან მისი შეგირდები დადებით შედეგს ვერ აჩვენებენ, თანამდებობიდან წავა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შარშანდელს მიცემენ ამას და დაამშვიდებენ ცოტათი,წლევანდელი კი მივა პაპასთან)))რაც შეეხება წინა წლის გაუქმებას გასაუქმებელი იყო და სწორად მოიქცა ფრანსფუტბოლი.როგორ იყვნენ თანაბარ პირობებში გუნდები?ჯერ როცა სეზონი შეწყდა მაგდროს ლევანას ტრავმა ქონდა და მერე გერმანიამ ყველაზე ადრე დაიწყო-დაამთავრა ჩემპიონატი და გამწარებული მოემზადა ბაიერნი ლიგისთვის 2 თვის მანძილზე.საფრანგეთის ჩემპიონატი საერთოდ არ ჩატარებულა.ასე რომ სწორად მოიქცა ფრანსფუტბოლი შარშანდელი რომ გააუქმა თუმცა ლევანდოვსკის ეკუთვნის ერთი ოქროს ბურთი და თუ მიცემენ წინა წლისას ალალი იყოს
ჯერ შარშანდელი ალალად მოგებული მიეცით და წლევანდელზე მერე ვილაპარაკოთ ))
რატომ გააუქმეს ჯილდო, როცა ყველა ტურნირი ბოლომდე ჩატარდა და მოგების ყველა კანდიდატი თანაბარ პირობებში იყო ?
პრინციპში რატომაც არა. კიეზასაც მშვენივრად განვიხილავ ამ ჯილდოს კანდიდატად. ვნახოთ დეკემბრამდე კიდე თუ რამეს მოასწრებს.