ფეხბურთი

18:14 | 21.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიამ ნაკრებში ყაზაიშვილი და ჭანტურია მიიწვია

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, 5 მარტს, თბილისში, ლიხტენშტაინთან ამხანაგური მატჩისთვის შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა ვინაობა დაასახელა.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქეცბაიამ შემდეგი მოთამაშეები შეარჩია: 

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), ნუკრი რევიშვილი („ვალეტა“ მალტა), როინ კვასხვაძე („ტორპედო“ ქუთაისი).

მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე („დნიპრო“, უკრაინა), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლაშა სალუქვაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი),  დავით კვირკველია, გიორგი ხიდეშელი (ორივე „დინამო“, თბილისი), სოლომონ კვირკველია („რუბინი“, რუსეთი ), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“ რუსეთი).

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ( „კარპატი“ ლვოვი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე, ჯაბა კანკავა (ორივე „დნიპრო“, უკრაინა) თორნიკე ოქრიაშვილი („ჩერნომორეცი“ ოდესა, უკრაინა), ჯანო ანანიძე („როსტოვი“, რუსეთი), ირაკლი ძარია („დინამო“, თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ავთანდილ ებრალიძე („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია).

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი).

ქეცბაიას სიაში ორი დებიუტანტია: არნემის “ვიტესის” ნახევარმცველი ვალერი ყაზაიშვილი და რუმინული “კლუჟის” ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია. გარდა ამისა, საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ნაკრებს დაუბრუნდნენ მურთაზ დაუშვილი და ლაშა სალუქვაძე.  

საქართველოს ეროვნული გუნდი მომავალი შეხვედრისთვის მზადებას 3 მარტს ტექნიკურ ცენტრ “ბასაში” დაიწყებს.

მომავალი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და 18:00 საათზე დაიწყება.

0.12075