ფეხბურთი

18:28 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიამ ნაკრებში ავთანდილ ებრალიძეს უხმო

ეროვნულ გუნდს ამისულაშვილი და მაისურაძე გამოაკლდნენ და კვახაძე დაემატა


 

ესპანეთში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის ცნობით, თემურ ქეცბაიამ “ჯვაროსანთა” რიგებში დებიუტანტს – პორტუგალიური “ჟილ ვისენტეს“ 22 წლის შემტევ ავთანდილ ებრალიძეს უხმო.

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი პორტუგალიაში მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მისი პირველი პორტუგალიური გუნდი ”ლაგოს დე ესპერანსა“ იყო, შემდეგ კი ავთო “ხეტაფეს“ ახალგაზრდულ გუნდში, “ჟუვენტუდ ევორასა“ და “ოლივეირენსეში“ თამაშობდა.

ახლა კი, სხვა ცვლილებების შესახებაც: ტრავმის გამო, ესპანეთში ვერ გაემგზავრება ალექსანდრე ამისულაშვილი. ხოლო მწვრთნელის გადაწყვეტილებით, სიაში აღარაა ირაკლი მაისურაძე, ესპანეთში წამსვლელებს კი, ალექსანდრე კვახაძეც დაემატა.

საქართველოს ნაკრებისა და დელეგაციის ნაწილი ესპანეთში ხვალ გაემგზავრება. ლეგიონერების ძირითადი ბირთვი პირდაპირ ალბასეტეში ჩავა და გუნდი მზადებას დაიწყებს. 11 ოქტომბერს, ქეცბაიას განკარგულებაში უკვე ყველა ფეხბურთელი იქნება.

სფფ-ის პრესსამსახური

0.11087