ფეხბურთი

16:51 | 1.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიამ ეროვნული ყაზახეთისთვის იხმო

 

14 აგვისტოს ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებთან გასამართი ოფიციალური ამხანაგური მატჩისთვის, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელს უხმო.

თემურ ქეცბაიას გუნდი 11 აგვისტოს, ასტანაში შეიკრიბება. ლეგიონერები პირდაპირ ყაზახეთში ჩავლენ. გუნდი თბილისურ შეკრებას არ გაივლის.

ნაკრებში გამოძახებულთა სია კი, ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), ნუკრი რევიშვილი („დილა“, გორი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი“)

მცველები: უჩა ლობჟანიძე („დნიპრო“, უკრაინა), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი, გია გრიგალავა (ორივე „კრილია სოვეტოვი“, რუსეთი), ზურაბ ხიზანიშვილი („ქაისერისპორი“, თურქეთი), დავით კვირკველია („დინამო“ თბილისი), გულვერდ თომაშვილი („დილა“, გორი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე „დნიპრო“, უკრაინა), ლაშა გვალია („დილა“, გორი), დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე „ილიჩევეცი“, უკრაინა), ელგუჯა გრიგალაშვილი („დინამო“ თბილისი), შოთა გრიგალაშვილი („ანორთოსისი“, კვიპროსი), ჯანო ანანიძე („როსტოვი“, რუსეთი)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი („ლეგია“, პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი), ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ირაკლი სირბილაძე („ინტერ ტურკუ“, ფინეთი)

ყაზახეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა 14 აგვისტოს, საღამოს 22 საათზე (თბილისის დროით), „ასტანა არენაზე“ გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური


0.115105