ფეხბურთი

16:16 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია – ნაკრების მწვრთნელთა შორის 85-ე

გამოქვეყნდა სანაკრებო და საკლუბო რეიტინგები მწვრთნელებს შორის. ამ რეიტინგს Worldcoachranking.com წარმოადგენს და ის სპეციალისტები შედიან, რომლებსაც ბოლო 3 წლის განმავლობაში უმუშავიათ. 

სანაკრებო რეიტინგში, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზეა ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი). ხუთეულში ასევე არიან იოაჰიმ ლიოვი (გერმანია), ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი), ჩეზარე პრანდელი (იტალია) და ბერტ ვან მარვიიკი (ჰოლანდიის ყოფილი მწვრთნელი). 

85-ე ადგილზეა საქართველოს ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია 3034 ქულით.

რაც შეეხება კლუბში მომუშავე მწვრთნელებს, აქ ცალკე რეიტინგია და რა თქმა უნდა, გაცილებით მრავალრიცხოვანი: "ბაიერნის" ექს-თავკაცი იუპ ჰაინკესი ლიდერობს, მეორეზეა "ჩელსის" პორტუგალიელი "განსაკუთრებული" ჟოზე მოურინიუ, მესამეზე "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა, მეოთხეზე "დორტმუნდის" იურგენ კლოპი, ხოლო მეხუთეზე – "ატლეტიკოს" არგენტინელი დამრიგებელი დიეგო სიმეონე. 

ქართველთაგან საუკეთესოა შოთა არველაძე. ის 300-ეულში შედის. ათასეულში კი სულ 4 ქართველია.

273. შოთა არველაძე ("ქასიმპაშა") – 2094

706. გიორგი დევდარიანი ("დილა") – 671

919. კახა ცხადაძე ("ინტერი", ბაქო) – 339

954. თამაზ პერტია ("სკონტო") – 300

 

 

0.132937