თემურ ქეცბაიამ კვიპროსულ რადიო Proto-სთან საუბარში განაცხადა, რომ “ანორთოსისის” პრობლემები დღეს და გუშინ არ დაწყებულა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კლუბში ბევრი ადამიანი პრობლემებს ქმნიდა და ამან წაიყვანა გუნდი რეგრესის გზაზე.
“ანორთოსისი”, სადაც შოთა გრიგალაშვილი თამაშობს, უჩვეულო პოზიციაზეა ჩემპიონატში: მეექვსე ადგილზე. პირველ წრეში ასე თუ ისე ნორმალურად თამაშობდნენ, წლეულს კი ძალიან ჩავარდნენ – 24 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ აელ-ს.
ქეცბაიამ ხაზი გაუსვა, რომ კვიპროსის ჩემპიონატი ძალიან დაბალი დონისაა და წინა წლებისგან განსხვავებით, კლუბებს ძალიან გაუჭირდებათ ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელს “ანორთოსისში” შესაძლო დაბრუნებაზე აღარ შეეკითხნენ, რადგან ბევრჯერ მიიღეს პასუხად: “არა”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯოჯის გამონათქვამები სურათებზე რომ არ მოგეთავსებიათ და ცალკე დაგეწერათ ადგილი ვერ იპოვეთ??/// აჭარაბეთის რეკლამისთვის ინახავთ??????????????
ნახევარი ვერ წავიკითხე . საღოლ ფერები
თავიან აბსურდში რომ ცხოვრობდნენ მაგიტომ ვერაფერს აღწევდნენ ლიგაზე, ტიპს დღემდე ჯერა რომ ძალიანს საეჭვო ეპიზოდი იყო ბენათიაზე