ვეტერან მამაკაცთა შორის საქართველოს ჩემპიონატს ორი ლიდერი შემორჩა. 4 ტურის თავზე დანაკარგის გარეშე ტურნირის სათავეში ზურაბ სტურუა (2524) და რამინ ხოჭავა (1930) რჩებიან. მეხუთე ტურში ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
სენიორ ქალთა ასპარეზობაში განვლილი 4 ტურის შემდეგ 3 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს საერთაშორისო ოსტატი ციალა ქასოშვილი.