ჭადრაკი

14:50 | 26.01.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ქასოშვილი და სტურუა გაჩემპიონდნენ

გორელი საერთაშორისო ოსტატის ციალა ქასოშვილის გამარჯვებით დასრულდა სენიორთა ქალთა  საქართველოს ჩემპიონატი. გამარჯვებულმა 6-დან 4.5 ქულით ერთპირონული გამარჯვება მოიპოვა.

ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა და 4.0 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ნინო მელაშვილი. 3.5 ქულით მესამეა მარგალიტა თანდაშვილი.

კაც-სენიორებში, როგორც მოსალოდნელი იყო, ქულათა მაქსიმუმით საერთაშორისო დიდოსტატმა ზურაბ სტურუამ იმარჯვა.

ჩემპიონს 2.0 ქულით ჩამორჩნენ და II-V ადგილები გაინაწილეს ივანე სიფრაშვილმა, სერგეი ჩობანიანმა, დემურ სირბილაძემ და კარლო კაბაჯიანმა.

შეგახსენებთ, რომ I-II ადგილზე გასული ქასოშვილი და მელაშვილი სენიორ-ქალთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე იასპარეზებენ, ხოლო სტურუა მამაკაცთა შორის  მსოფლიო პირველობაზე ითამაშებს.

ევროპის ჩემპიონატი პორტუგალიის ქალაქ პორტოში 8-18 მარტს ჩატარდება, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატს ბერძნული კალაბაკა 25 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე უმასპნძლებს.

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:57 | 23.10.2014
BEERTRANCE (97819)

იმედია დღეს გაგვახარებენ შედეგით.

11:43 | 23.10.2014
vok (94)

არც დღეს მაქვს რამის იმედი,
თუმცა კელიხაშვილს ძალიან კარგი ბადე აქვს და თუ ფინალში ვერ გავიდა, ჩათვალოს რომ ვერაფერს დიდს ვეღარ მიაღწევს, მით უფრო რომ გაისად ასაკის გამო უფროსებში მოუწევს ჭიდაობა.

ვიბლიანის ჭიდაობა არ მახსენდება.
მას გაცილებით რთული მოწინააღმდეგეები ყავს, თუმცა ჯგუფიდან მაინც უნდა გავიდეს, აი ფინალში გასვლის რა მოგახსენოთ.

66 კგ-ში, ჩემი აზრით, ჩემპიონი დ ჯგუფის წარმომადგენელი გახდება.

73-ში ვფიქრობ, რომ მჭედლიშვილის მაქსიმუმი 3-ე ადგილისთვის ჭიდაობაა...

ასე რომ კელიხაშვილს წარმატებები, სხვებმა კი იქნებ სასიამოვნოდ გაგვაოცონ..

10:37 | 23.10.2014

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.104321
სარეკლამო ადგილი - 99
X x X