ჭადრაკი

15:10 | 30.12.2013 | ნანახია 1977 - ჯერ

ქართველთა ხუთიანები გრონინგენში

ჰოლანდიის ქალაქ გრონინგენში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის დასკვნითი ტურის წინ, საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი არცერთ ქართველ მონაწილეს არ გააჩნია.

8 ტურის თავზე ქართველთაგან საუკეთესო შედეგი – 5.0-5.0 ქულა შოთა აზალაძეს (2482), ზურაბ ჯავახაძეს (2451) და დავით ლობჟანიძეს (2445) გააჩნიათ, რომლებიც შესაბამისად, მე-19, 23-ე და 25-ე ადგილებზე იმყოფებიან.

გრონინგენში მოთამაშე კიდევ ერთი ქართველი მოჭადრაკე გიორგი ხელაია (2110) 92-ე პოზიციაზე გახლავთ.

ჰოლანდიური შეჯიბრის სათავეში 6.5-6.5 ქულით მასპინძლები – ერვინ ლ’ამი (2645) და ბენჯამინ ბოკი (2540) იმყოფებიან, რომლებიც მდევართა ოთხეულს 0.5 ქულით უსწრებენ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:31 | 07.08.2017
babuna18 (337)

ჭკვიანი კაცი,მაგარ დასვენებას მოიწყობს კარიერის ბოლოს

00:35 | 07.08.2017
ბაგი-რეი (2262)

კარგი სტატისტიკაა

0.063824
1977