სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

15:18 | 17.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა წარმატებული დღე ნაგოიაში

ნაგოიაში მიმდინარე ივლისის სუპერტურნირის მე-5 დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში იმარჯვა, ხოლო ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მოიგო.

აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდების მქონე გაგამარუმ დასავლეთის მე-12 მაეგაშირა კიოკუშუჰო იორიკირით დაამარცხა და 3 მარცხის წილ 2 მოგება მოუგროვდა. ქართველი გოლიათის შემდეგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა ვაკანოსატო იქნება.

ძურიოს დივიზიონის ლიდერად რჩება ტოჩინოშინი, რომელმაც ზედიზედ მე-5 მოგება ფუჯიაძუმასთან მიითვალა. აღმოსავლეთის მე-12 ნომერმა ქართველმა სეკიტორმა დასავლეთის მე-9 ნომერს იორიკირით სძლია. გორგაძის დარი მონაგარი მხოლოდ ძურიოს მე-3 ნომერ იჩინოჯოს გააჩნია.

ნაგოიას ბაშოს ლიდერებად იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკი კოტოშოგიკუ და რიგითი მაეგაშირები – ჩიიომარუ და ტაკაიასუ რჩებიან, იოკოძუნა კაკურიუმ კი პირველი მარცხი მე-3 მაეგაშირა ოსუნაარაშისთან განიცადა.

ნაგოიას ბაშოს მე-5 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=Ea6EPKN0XBM

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117569