ფეხბურთი

23:05 | 3.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა “ვიტესმა” “ბოლტონი” დაამარცხა

ჰოლანდიურმა “ვიტესმა”, რომლის ღირსებასაც ქართველი ფეხბურთელები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი იცავენ, ახალი სეზონის წინ ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ინგლისურ “ბოლტონს” მისსავე “მაკრონ სთედიუმზე” 1:0 სძლია.

გუნდის კაპიტანმა კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ყაზაიშვილმა კი 61-ე წუთზე ადგილი ჯურჯევიჩს დაუთმო. მატჩში ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე მარკო ვეინოვიჩმა გაიტანა.

ჰოლანდიის ერედივიზიონი მომავალ უქმეებზე აიღებს სტარტს, “ვიტესს” კი პირველივე ტურში დიდი გამოცდა ელის, რადგანაც 10 აგვისტოს ამსტერდამის “აიაქსს” ესტუმრება.

0.116425