სხვა

14:45 | 27.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა “ტრაბზონმა” პრინციპული მეტოქე დაამარცხა

თურქეთის სახელბურთო ჩემპიონატში პრინციპული მატჩი მოიგო გიგა ტორონჯაძისა და რატი მსხვილიძის გუნდმა. 21-ე ტურში “ტრაბზონმა” შინ “ანკარა” დაამარცხა – 28:25. 2 გოლი მსხვილიძემ გაიტანა.

ანკარა” და “ტრაბზონი” სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან. ამ თამაშამდე ტრაბზონელები 5 ქულით ჩამორჩებოდნენ მეტოქეს, ახლა კი, ქართველთა კლუბმა სხვაობა სამამდე შეამცირა და მეოთხე პოზიციაც გაიმყარა. პლეიოფში 8 გუნდი გადის. “ტრაბზონს” 21 თამაშის შემდეგ 13 მოგება და 1 ფრე აქვს.

21-ე ტურის შემდეგ: ბეშიქთაში 41 ქულა, ანკარასფორი 32 (20 თამაშიდან), ანკარა 30, ტრაბზონი 27, მერსინი 23, ბურსა 22 (19), მილი პიანგო 21, ანთალია 21, იზმირი 17, ჯანქაია 16, ისტანბულ კოლეჯი 15, გენჩლერბირლიგი 15, იედითეფე 11, ადანა 0 (20).

www.geohandball.ge

0.122373