დასასრულს მიუახლოვდა ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში მიდინარე საერთაშორისო ტურნირი. ფინიშამდე 1 ტურით ადრე მედლის მოპოვების კარგ შანსს ინარჩუნებს ლევან ფანცულაია, რომელმაც ათ ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილზე იმყოფება.
მე-10 ტურში ფანცულაიამ შავი ფიგურებით ინდოელ მურალი კარტიკეიანს (2444) სძლია და ლიდერს, კიდევ ერთ მასპინძელ სეტურამანს (2553) 0.5 ქულით ჩამორჩება.
გასულ ტურში იმარჯვეს სხვა ქართველმა მოჭადრაკეებმაც. მერაბ გაგუნაშვილმა შავებით აზერბაიჯანელ ბაჰრუზ რზაიევს (2446) აჯობა, თორნიკე სანიკიძემ კი თეთრებით ინდოელ ტეჯკუმარს (2452) მოუგო.
ქართველთა აქტივში 7-7 ქულაა და დამატებითი მაჩვენებლებით, შესაბამისად, მე-5 და მე-9 პოზიციები უკავიათ.
დასკვნით ტურში პირველ დაფაზე გაგუნაშვილი და სეტურამანი ითამაშებენ, ფანცულაია პირველ ნომრად განთესილ რუს ივან პოპოვს (2652) დაუპირისპირდება, ხოლო სანიკიძის მეტოქე ინდოელი