საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა და 554 ქულით 114-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ტატიშვილს უფრო საგრძნობი წინსვლა აქვს წყვილთა კლასიფიკაციაში, სადაც მიდლენდის ტურნირის მოგებისთვის კუთვნილი ქულები შეიმატა და 1175 ქულით 74-ე ადგილზე დამკვიდრდა.
ცნობისთვის, წყვილებში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ოქსანა კალაშნიკოვას ეკუთვნის, რომელმაც 4 საფეხურით აინაცვლა და 1677 ქულით 49-ე პოზიციაზეა. ახლა, ოქსანას კარიერის საუკეთესო შედეგამდე 2 ადგილიღა რჩება.
WTA-ს ერთეულთა რეიტინგში სულ 8 ქართველი ჩოგბურთელია: 114 (115). ანა ტატიშვილი – 554 ქულა; 206 (207). სოფო შაფათავა – 288; 314 (316). ოქსანა კალაშნიკოვა – 149; 404 (407). ეკატერინე გორგოძე – 100; 451 (451). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 81; 805 (833). სოფო ქვაცაბაია – 22; 1186 (1184). მარიამ ბოლქვაძე – 5; 1236 (1233). თამარ ჭალაგანიძე – 3;
ამჟამად, სოფო შაფათავა მოსკოვში იმყოფება და ძალებს 25-ათასიან ტურნირში მოსინჯავს. ტრადიციულად, ანტალიის 10-ათასიან ტურნირში იასპარეზებენ ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია.
რაც შეეხება თამარ ჭალაგანიძეს, იგი შტატებში სიურპრაიზის 25-ათასიან საკვალიფიკაციო ბადეში ჩაერთო, თუმცა, პირველივე რაუნდში მე-10 განთესვის მქონე ამერიკელ ტორი კინარდთან 0:6, 0:6 დამარცხდა.