ჩოგბურთი

15:57 | 27.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა სარეიტინგო ცვლილებები

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ კაარტსში 15-ათასიანი ტურნირი მოიგო და სამომავლო რეიტინგში სოლიდური წინსვლა ელის, დღეს განახლებულ კლასიფიკაციაში კი 85 ქულით 447-ე ადგილიდან 443-ეზე გადაინაცვლა.

მის გარდა, ATP-ს რეიტინგში 4 ქართველი ჩოგბურთელია: 1090 (1091). ალექსანდრე მეტრეველი – 8 ქულა; 1433 (1432). გიორგი ჯავახიშვილი – 3; 1640 (1635). გიორგი ცივაძე – 2; 2092 (2090). მიხეილ ხმიადაშვილი – 1;

მიმდინარე კვირაში ბასილაშვილი გერმანიაშივე რჩება და ნუსლოხის 15-ათასიან ტურნირში ძირითადი ბადიდან ჩაებმება.

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) კლასიფიკაციაში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა 534 ქულით 126-ედან 118-ე პოზიციაზე გადაინაცვლა და დეიტონა ბიჩის 25-ათასიანი ტურნირის მოგების წყალობით, სამომავლოდ კიდევ დაწინაურდება. აქვე ვთქვათ, რომ ახლა ანა გარკვეულ პაუზას აიღებს, 10 თებერვლიდან კი ამერიკულ მიდლენდში 100-ათასიან ტურნირზე ითამაშებს.

ტატიშვილის გარდა, რეიტინგში 7 ქართველი გოგონაა: 213 (214). სოფო შაფათავა – 288 ქულა; 313 (317). ოქსანა კალაშნიკოვა – 150; 418 (418). ეკატერინე გორგოძე – 97; 454 (453). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 81; 832 (743). სოფო ქვაცაბაია – 20; 1184 (1206). მარიამ ბოლქვაძე – 5; 1232 (1234). თამარ ჭალაგანიძე – 3;

ცნობისთვის, კალაშნიკოვა საფრანგეთის ქალაქ პარიზში იმყოფება და Open GDF SUEZ-ზე ძალებს წყვილთა ტურნირში მოსინჯავს. ოქსანა კანადელ გაბრიელა დაბროვსკისთან გახლავთ შეამხანაგებული და საწყის რაუნდში რუსულ-ესპანურ დუეტს (ვერა დუშევინა-არანჩა პარა სანტოია) გაეჯიბრება.

ფრანგული ტურნირის საპრიზო ფონდი 710 ათასი დოლარია და წყვილებში თუნცა ერთი რაუნდის დაძლევა 100 სარეიტინგო ქულას იძლევა, ჩემპიონები კი მარაგს 470 ქულით შეივსებენ.

ცნობისთვის, ქართველთა შორის წყვილებში საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ კალაშნიკოვას გააჩნია. იგი 1632 ქულით 53-ე ადგილზეა, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს (2013 წლის 30 სექტემბერი) მხოლოდ 6 პოზიციით ჩამორჩება. წყვილთა მოწინავე ასეულშია ტატიშვილიც. ანას 1085 ქულით 83-ე საფეხური უკავია.

დასასრულ დავძენთ, რომ თურქეთის ქალაქ ანტალიაში 10-ათასიან ტურნირში ჩაერთვებიან ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია. ქართველი ჩოგბურთელები ძირითად ბადეში არიან დაშვებულნი.

0.124255