ჭადრაკი

23:03 | 11.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა მარცხიანი ტური ერევანში

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის მე-8 ტური წარუმატებელი გამოდგა ლიდერთა შორის მყოფი ქართველი მოჭადრაკეებისთვის. შავი ფიგურებით მოთამაშე ბაადურ ჯობავამ (2716) და გაიოზ ნიგალიძემ (2527) მარცხი განიცადეს და ლიდერებს ჩამორჩნენ.

ჯობავამ ისრაელის წარმომადგენელ ილია სმირინთან (2644) წააგო, ხოლო ნიგალიძე ფრანგ ლორენ ფრესინეს (2709) ვერ გაუმკლავდა. შედეგად, 5.0 ქულით ჯობავა 44-ე ადგილამდე დაქვეითდა, ხოლო ნიგალიძე 54-ე პოზიციაზეა. ასეთივე მონაგარით ალექსანდრე ყაშაშვილი (2378), რომელიც რუს ვლადიმირ მალახოვს (2717) დაუზავდა, 58-ე საფეხურზე დამკვიდრდა.

სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი რუსი ალექსანდერ მოტილევი (2656) გახლავთ 7.0 ქულით, რომელიც 13 მოჭადრაკისგან შემდგარ ჯგუფს ქულით უსწრებს.

ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 150 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი 20 000 ევროს მიიღებს, მეორეადგილოსანი – 16 000-ს, ხოლომესამეადგილოსანი – 14 000-ს.

შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება. 90 წთ/40 სვლაზე + 30 წთ. პარტიის ბოლომდე + 30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან. ყაიმზე შეთანხმება აკრძალულია მეორმოცე სვლამდე.

ტურნირში 27 ქვეყნის 258 მოჭადრაკე ასპარეზობს. ევროპირველობის რეიტინგ-სიას ფრანგი ეტიენ ბაკრო (2739) ლიდერობს, ხოლო ქართული ჭადრაკის ლიდერი ბაადურ ჯობავა მეექვსე ნომრადაა განთესილი.

 

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში. 3-14 მარტი. ერევანი (სომხეთი). მე-8 ტური

ილია სმირინი (ისრაელი, 2644) – ბაადურ ჯობავა (2716) 1:0

ლორენ ფრესინე (საფრანგეთი, 2709) – გაიოზ ნიგალიძე (2527) 1:0

ჩაბა ბალოგი (უნგრეთი, 2651) – გიგა ყუფარაძე (2507) 1:0

ვლადიმირ მალახოვი (რუსეთი, 2717) – ალექსანდრე ყაშაშვილი (2378) 0.5:0.5

ალეკსეი დრეევი (რუსეთი, 2679) – ნანა ძაგნიძე (2546) 1:0

მარკუს რაგერი (ავსტრია, 2644) – ლუკა პაიჭაძე (2529) 0.5:0.5

სალომე მელია (2453) – ზავენ ანდრიასიანი (სომხეთი, 2600) 0:1

დავიდ გევორგიანი (სომხეთი, 2388) – ლევან ფანცულაია (2606) 0:1

ივერი ჭიღლაძე (2365) – მუსტაფა იილმაზი (თურქეთი, 2557) 0:1

ანასტასიოს მასტროვასილისი (2554) – მერი არაბიძე (2388) 1:0

ბაჩანა მორჩიაშვილი (2335) – სტელიოს ჰალკიასი (საბერძნეთი, 2551) 1:0

ალეკსეი ალეკსანდროვი (2544) – ირაკლი ბერაძე (2364) 0.5:0.5

გიორგი ბაღათუროვი (2408) – გრიგორ დილანიანი (2266) 1:0

გიორგი სიბაშვილი (2239) – ჩემილ ჩან ალი მარანდი (თურქეთი, 2380) 1:0

ნიკა ღვამბერია (2133) – გევორგ ალავერდიანი (სომხეთი, 2311) 0:1

ნატო იმნაძე (2100) – ეკატერინი პავლიდუ (საბერძნეთი, 2188) 1:0

ნოე თუთისანი (2137) – გარნიკ ნერსისიანი (სომხეთი, 2063) 0.5:0.5

 

ქართველ მოჭადრაკეთა სატურნირო მდგომარეობა:

44. ბაადურ ჯობავა (2706) – 5

54. გაიოზ ნიგალიძე (2494) – 5

58. ალექსანდრე ყაშაშვილი (2370) – 5

74. ლუკა პაიჭაძე (2544) – 4.5

107. ლევან ფანცულაია (2612) – 4.5

108. ბაჩანა მორჩიაშვილი (2335) – 4.5

110. გიგა ყუფარაძე (2507) – 4.5

117. გია ბაღათუროვი (2408) – 4

118. ნანა ძაგნიძე (2546) – 4

131. გიორგი სიბაშვილი (2243) – 4

135. სალომე მელია (2453) – 4

145. ირაკლი ბერაძე (2375) – 4

161. მერი არაბიძე (2374) – 3.5

168. ივერი ჭიღლაძე (2380) – 3.5

215. ნატო იმნაძე (2100) – 3

224. ნიკა ღვამბერია (2125) – 2.5

234. ნოე თუთისანი (2137) – 2.5

0.116163