მექსიკის ქალაქ აკაპულკოში მიმდინარე 250-ათასიანი ტურნირი ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება. ოქსანა კალაშნიკოვა და ანა ტატიშვილი Abierto Mexicano TELCEL presentado por HSBC-ის წყვილთა გათამაშებას პირველივე წრეში გამოეთიშნენ.
მე-4 განთესვის მქონე კალაშნიკოვა და ფრანგი კაროლინ გარსია ფრანგვე სტეფანი ფორეც გაკონთან და ჩეხ ევა ჰრდინოვასთან 3:6, 6:4, 6:10 წააგეს, ხოლო ტატიშვილი და ამერიკელი ირინა ფალკონი პოლონელ კლაუდია იანს-იგნაჩიკს და უკრაინელ მარია ზანევსკას ვერ გაუმკლავდნენ – 2:6, 6:2, 5:10.