რუმინეთის სახელბურთო ჩემპიონატზე მორიგი მატჩები გამართეს ქართველთა კლუბებმა. შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას “ოდორჰეიმ” შინ 32:18 დაამარცხა “ტარგუ ჟიუ”, ხოლო რუსიამ 1 გოლი გაიტანა.
“ოდორჰეი”, CSM ბუქარესტთან ერთად ჯერჯერობით უდანაკარგოდაა – ორივე კლუბს 2-2 მოგება აქვს. 2 გამარჯვება და თითო წაგება მოუგროვდათ “შტიინცა ბაკეუს” და “ბაია მარეს”.
“ბაია მარემ” შინ ტიმიშოარას “პოლიტექნიკას” 26:22 სძლია, სტუმართა მოთამაშე ირაკლი ჩიქოვანმა კი 5 გოლი გაიტანა. “ტიმიშოარას” 3 მატჩში 1 მოგება აქვს.
ჯერჯერობით. არ დაწყებული ჩემპიონატები თურქეთში (რატი მსხვილიძე, გიგა ტორონჯაძე – “ტრაბზონი”), სერბეთსა (სერგო დათუკაშვილი – “ვოივოდინა”) და მაკედონიაში, თუმცა, რევაზ ჭანტურიას კლუბმა, “ზომიმაკ სტრუმიცამ” ამ უქმეებზე მაინც ითამაშა.
მაკედონიელებმა EHF თასის მეორე მატჩიც წააგეს პოლონურ “გორნიკ ზაბრჟესთან”. ამჯერად შინ, 27:34 (პირველი – 25:36) და შეჯიბრებას გამოეთიშნენ. “სტრუმიცას” ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ამჯერადაც ქართველი გარემარბი იყო. ჭანტურიას ანგარიშზე 6 გოლი იყო.
ამგვარად, ევროთასებს ქართველი ხელბურთელის ერთდერთი გუნდი – სერგო დათუკაშვილის “ვოივოდინა” შემორჩა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაში დამარცხების შემდეგ EHF თასზე გადაერთვება.
მესამე ევროტურნირზე, ჩელენჯ კაპზე, ნოემბერში, ფინურ “რიიჰიმიაე კოქსთან” ორჯერ ითამაშებს საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი “სამტრედია”.
www.geohandball.ge