ჭადრაკი

16:14 | 4.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა ჰეგემონია მუმბაიში

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში გრძელდება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი “Mayor’s Cup”, რომელიც ქართველ მონაწილეთა ჰეგემონიით მიმდინარეობს. 9 ტურის თავზე 7.5 ქულით ერთპიროვნული ლიდერი ლევან ფანცულაია (2563) გახლავთ, მეორე ადგილზე კი მიხეილ მჭედლიშვილია (2645) 7.0 ქულით.

ცნობისთვის, ფანცულაიამ მუმბაიში 6 პარტია მოიგო და 3 ფრედ დაასრულა, მჭედლიშვილს კი, რომელსაც პირველი რეიტინგი გააჩნია, აქტივში 5 მოგება და 4 ყაიმი გააჩნია.

ინდოეთში კიდევ ერთი ქართველი მოჭადრაკე მერაბ გაგუნაშვილი (2592) თამაშობს, რომელსაც 6.5 ქულით მე-9 პოზიცია უკავია. გაგუნაშვილმა 6 პარტია კი მოიგო, თუმცა, მასპინძელ მეტოქეებთან 2 პარტია დათმო და 1 ყაიმითYდაასრულა.

მე-10 ტურში ფანცულაია შავი ფიგურებით სომეხ ზავენ ანდრიასიანს (2608, 7.0 ქულა) ეთამაშება, მჭედლიშვილი და გაგუნაშვილი კი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

ცნობისთვის, მუმბაის საჭადრაკო ტურნირი 11 ტურად მიმდინარეობს და 6 ივნისს დასრულდება. საპრიზო ფონდი დაახლოებით 28 000 დოლარს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი 7 000-მდე მიიღებს.

0.119155