ჩოგბურთი

15:10 | 29.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა გარეშე გაგრძელდება

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ვერცერთმა ქართველმა ჩოგბურთელმა ვერ გააღწია. თამარ ჭალაღანიძე ასპარეზობას პირველივე რაუნდში გამოეთიშა, ეკატერინე გორგოძე და ანი გოგვაძე კი კვალიფიკაციის დასკვნით წრეში დამარცხდნენ.
პირველ ნომრად განთესილი გორგოძე თურქ იპეკ სოილუსთან 3:6-ს აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, ხოლო მეშვიდე რეიტინგის მქონე გოგვაძე რუმინელ იოანა როსკას ვერ გაუმკლავდა – 1:6, 2:6.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161365