გიორგი შაშიაშვილმა პირველი საამსეზონო გოლი მიითვალა ბერძნული “ერგოტელისის” შემადგენლობაში. საბერძნეთის სუპერლიგის მერვე ტურში “ერგოტელისმა” შინ 2:0 სძლია “ტრიპოლისს” და 31 წლის ქართველმა მცველმა მე-9 წუთზე თავურით გახსნა ანგარიში – კარიდან წინ გამოსულ მეკარეს დაასწრო.
“ერგოტელისი” 8 ქულით მე-10 პოზიციაზეა. გიორგიმ კი ეს შეხვედრა სრულად ჩაატარა.
აზერბაიჯანშიც გავიდა “ქართული” გოლი და მისი ავტორი ილია კანდელაკია. ბაქოს “ინტერმა” სტუმრად 2:1 აჯობა “რავანს” და ქართველმა მცველმა 43-ე წუთზე შეაგდო საჯარიმოს მისადგომებიდან. ორი საგოლე შანსი ჰქონდა “ინტერის” ფორვარდ ბაჩანა ცხადაძეს, თუმცა ერთი ერთზე გასვლებისას ვერ გაიტანა.
“ინტერს” 11 ტურში 21 ქულა აქვს და მესამე საფეხურზეა.
ლიტვის ჩემპიონატში თომა ტაბატაძემ გაიტანა, რომლის “კრუოიამ” შინ 6:0 გაანადგურა აუტსაიდერი “კლაიპედა”. ტაბატაძემ 61-ე წუთზე 4:0 გახადა. “კრუოია” მეხუთე ადგილზეა და ალბათ, ამ ადგილზე დაასრულებს კიდეც ჩემპიონატს.
ილია ნანობაშვილი









