სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

21:05 | 15.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა “ბაკეუ” მეორე ადგილზეა

რუმინეთის სახელბურთო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მატჩში “შტიინცა ბაკეუმ” შინ 32:28 დაამარცხა “პოტაისა ტურდა” და ჯერჯერობით, მეორე ადგილზეა. ვლადიმერ რუსიამ 2 გოლი გაიტანა, ხოლო მეკარე შოთა თევზაძეს არ უთამაშია.

პირველი წრის შემდეგ, 2 მოგებით “კონსტანცა” ლიდერობს, 1 მოგებით მეორეზეა “ბაკეუ”, “ტურდამ” კი ორივე მატჩი წააგო. 18 მარტს მეორე წრე იწყება და “ბაკეუ” ამჯერად სტუმრად ეთამაშება “ტურდას”, ხოლო "კონსტანცას ამ კვირაში EHF თასის “ოთხთა ფინალი” აქვს ბერლინში.

მაკედონიაში “ზომიმაკ-სტრუმიცა” 24:28 დამარცხდა “პელისტერთან”, ქულით ჩამორჩა და მესამე ადგილი დაუთმო, თუმცა, ტურნირის დასრულებამდე კიდევ სამი ტურია. რეზო ჭანტურიამ სამი გოლი გაიტანა.

“სტრუმიცა” და “პელისტერი” ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ, ხოლო ჩემპიონის ვინაობა “მეტალურგსა” და “ვარდარს” შორის გაირკვევა. მაკედონიის თასის ნახევარფინალში “სტრუმიცა” სწორედ “მეტალურგს” ხვდება.

www.geohandball.ge

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.129689