საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი ისე ჩაამთავრა, ქულის აღებაც ვერ შეძლო. სპორტის სასახლეში ჩატარებული სამდღიანი შესარჩევი ეტაპის დასკვნით დღეს, მერაბ მეტრეველის გუნდი ფინეთს შეხვდა და 21:26 დამარცხდა.
ქართველებს ქვეჯგუფში გალიდერებისა და მომდევნო ეტაპზე გასვლის პრაქტიკული და თეორიული შანსი ამ მატჩამდე ჰქონდა დაკარგული. მე-3 ტურს მასპინძლებისთვის ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ჯგუფის ბოლო ადგილიდან თავის დაღწევა, მაგრამ ვერც ამ მოტივაციამ უშველათ და ვერც “ჩელენჯ ტროფის” ფინალში ფინეთთან განცდილი მარცხის გამო რევანშის სურვილმა.
ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა დასკვნითი ტურის მეორე მატჩში გაირკვა - ლატვიამ იტალიას 36:32 მოუგო და გადაუსწრო.
ოთარ მაღლაკელიძე







