საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მე-2 მატჩი გამართა და ისევ წააგო. მერაბ მეტრეველის გუნდი, ამჯერად, ლატვიის ნაკრებთან დამარცხდა - 21:22 და ქვეჯგუფში პირველი ადგილის დაკავების თეორიული შანსიც დაკარგა. შეგახსენებთ, 11 ივნისს, ქართველმა ხელბურთელებმა იტალიელებთან 25:30 წააგეს.
გუშინ აპენინელებმა დაძაბულ ბრძოლაში, 35:34 აჯობეს ფინელებს და ფაქტობრივად, გაინაღდეს მომდევნო ეტაპზე გასვლა. 13 ივნისს საქართველო ფინეთს დაუპირისპირდება და "ჩელენჯ-ტროფის" ფინალში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას შეეცდება, ხოლო იტალიის მეტოქე ლატვია იქნება.







