საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უკრაინის ღია ჩემპიონატის პირველი წრე ჯგუფში მეორე ადგილით დაასრულა და თებერვალში მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს.
ქალაქ დნეპროდერჟინსკში გამართულ ტურნირში საქართველოს ნაკრები B ჯგუფში გამოდიოდა, სადაც მისი მოწინააღმდეგეები - სევასტოპოლის ნაკრები, მარიოპოლის “ილიჩევეცი”, მინსკის პცოპი, “კიევი” და დნეპროპეტროვსკის დნუ იყვნენ. ქართველებმა 5 მატჩიდან 4 მოიგეს, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულ “ილიჩევეცთან” დამარცხნენ (8:10) და საბოლოოდ, მეორე ადგილი დაიკავეს.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზვიად დავითიანმა, “მსოფლიო სპორტთან” საუბრისას, უკრაინში მისი გუნდის გამოსვლა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ გასულ წლებთან შედარებით ქართველებმა ამ ტურნირში უკეთესი შედეგი აჩვენეს.
მისივე თქმით, ჩემპიონატის მეორე ეტაპი თებერვალში, ქალაქ მარიუპოლში გაიმართება, ხოლო მოწინააღმდეგე გუნდების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოს ნაკრები უკრაინაში ასეთი შემადგენლობით იმყოფებოდა:
ზურაბ ჭუმბურიძე, ალექსანდრე ნამორაძე, ზურაბ რურუა, კონსტანტინე გეგელაშვილი, ბექა ქენქაძე, გიორგი ხვედელიანი, გურამ კოტარია, ტატო ნიკოლეიშვილი, სანდრო რუსიშვილი, ნოდარ რაფავა, ბექა ქავთარაძე, ლუკა ტუკვაძე, ლევან ყავლაშვილი, გალაქტიონ ლაითაძე, იოვან პოპოვიჩი.
მწვრთნელი: ზვიად დავითიანი
მწვრთნელი: მირიან ასათიანი
მსაჯი: ირაკლი კიკალიშვილი
მაკა თოიძე







