ფიფასა და პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციის (FIFPro) ყოველწლიურ გამოკითხვაში, ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა. დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში შეიკრიბნენ და თავიანთი ვერსიით 2013 წლის სიმბოლური ნაკრებები შეადგინეს.
გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ლევან ცქიტიშვილი, ზაზა ზამთარაძე, გიორგი კიკნაძე, გოგა გახოკიძე, დავით მუჯირი და სხვები. თითოეულმა მათგანმა გასული წლის საუკეთესო 11 ფეხბურთელი ჩამოწერა და ბიულეტენი დახურულ ყუთში ჩააგდო.
ფიფასა და პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციისგან, ქართულმა მხარემ 100 ბიულეტენი მიიღო. თავდაპირველად, არჩევანი თბილისის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” წარმომადგენლებმა გააკეთეს. მოგვიანებით, ბიულეტენები საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც დარიგდა, დღეს კი, ქართული არჩევანი ვეტერანმა ფეხბურთელებმა გააკეთეს.
შეგახსენებთ, რომ FIFPro-ს საბოლოო ნაკრები 14 იანვარს გახდება ცნობილი.







