სხვა

17:08 | 26.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა მშვილდოსნებმა ოქროს მოარტყეს

საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრები, რომლის ღირსებასაც ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა და ასმათ დიასამიძე იცავენ, ზამთრის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ესპანეთის ქალაქ კამბრილსში მიმდინარე ტურნირზე, ქართველმა სპორტსმენებმა ოქროს მედლები უკრაინის ეროვნულ გუნდთან ჭიდილში მოიპოვეს, რომელსაც ფინალში იოლად – 221:215 სძლიეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში პოლონეთს 227:219 მოუგო, ყველაზე რთული ბრძოლა კი ნახევარფინალში გადახდა, სადაც ფავორიტად მიჩნეულ რუსებს დამატებით რაუნდში 29:25 აჯობა. ქართველ მშვილდოსნებს მარაგში უკვე ჰქონდათ ზამთრის ევროპირველობების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, ჩემპიონობას კი პირველად შესწვდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09153