პროფესიული კრივის ქართველმა წარმომადგენლებმა, ქუთაისელმა გიორგი გაჩეჩილაძემ (57კგ) და საჩხერელმა ნუგზარ მარგველაშვილმა (63კგ) მორიგი სარეიტინგო ორთაბრძოლები ინგლისის ქალაქ მანჩესტერში ჩაატარეს და ქულებით დამარცხდნენ.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საქართველოს პროფესიული კრივის მწვრთნელმა თამაზ ქართველიშვილმა აცნობა.
გაჩეჩილაძემ მასპინძელთა წარმომადგენელ გრეიტ ლიომთან წააგო, ხოლო მარგვეალაშვილმა ბელარუს სერგეი გულაკევიჩთან.







