ჩოგბურთი

4:13 | 8.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ჩოგბურთელებმა ნაადრევად დაასრულეს

ქართველი ჩოგბურთელებისთვის, რომლებიც მიმდინარე კვირაში ანტალიის და შარმ ელ შეიხისი 10-ათასიან ტურნირებზე ირჯებოდნენ, შეჯიბრებები ნაადრევად დასრულდა.

ანტალიაში კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული ანა ახალკაცი სერბ კრისტინა ოსტოიჩთან 4:6, 2:6 დამარცხდა. წყვილებში ახალკაცმა და ყაზახმა ჟუმამუხამბეტოვამ ავსტრალიელ ჯიანოტისთან და ზელანდიელ ტე ტაისთან 1:6, 4:6 წააგეს.

შარმ ელ შეიხში ანა ქადაგიძე და რუსი ციგანოვა ბრიტანელ გიბსონთან და ინდოელ პედი რედისთან 0:6, 0:4 აგებდნენ, როდესაც თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს.

0.108839