საქართველოში საკონტროლო მატჩების გასამართად ჩამოსულია უკრაინის 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები, რომელსაც გია კაზანჯიანის გაწვრთნილი ნაკრები “დინამოს“ ბაზაზე შეხვდა და 82:59 გაანადგურა.
უკრაინა სულაც არ არის ბეჩავი. სლავთა ნაკრები “ა“ დივიზიონის წევრია და გასულ ზამთარში თურქეთში გამართულ წარმომადგენლობით ტურნირზე კარგადაც გამოვიდა. უკრაინელების საქართველოში ჩამოსვლა არ იგეგმებოდა. პირიქით, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს ჰქონდა კიევში სპარინგ-მატჩები დაგეგმილი, თუმცა უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო, სლავებმა თბილისში ჩამოსვლა გადაწყვიტეს.
გუშინდელი შეხვედრა ქართველების დიდი უპირატესობით (17:3) რომ დაიწყო, ასევე გაგრძელდა და დასრულდა. კაზანჯიანის გუნდმა საკმაოდ დალაგებული, გააზრებული და სანახაობრივი თამაში აჩვენა.
16-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის “ბ“ დივიზიონში არიან და ოფიციალურ ტურნირზე თამაში 20-30 აგვისტოს, მაკედონიაში უწევთ. კაზანჯიანის გუნდის მეტოქეები ჯგუფში მაკედონია, ისრაელი, ნორვეგია და
29 ივლისს თამაში კვლავ “დინამოს” ბაზაზე 19:00 საათზე გაიმართება, ხოლო 30-ში გუნდები შუადღეს, 12:00 საათზე ითამაშებენ.
16-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. დინამოს ბაზა. 28 ივლისი
საქართველო 82:59 უკრაინა (25:13, 17:12, 21:22, 19:12)
საქართველო: დარბაიძე (7), ლოლიშვილი (3), კორსანტია (2), ფურცხვანიძე (6), აკობია (7), ლეონიძე (3), გვიანიძე (1), თვალაბეიშვილი (9), ბულაშვილი (13), ყეინაშვილი, აფხაზავა (13), ბაბილოძე (18).
www.gbf.ge