საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა უკრაინელ თანატოლებს ისევ მოუგო. გუშინ 23-ქულიანი გამარჯვების შემდეგ, ქართველებმა დღეს უკრაინელები შედარებით დაინდეს და 16-ქულიანი მარცხი აკმარეს.
როგორც ჩანს, ქართველ 16-წლამდელებს მომატებული აქვთ, რადგან ეს გუნდები გასულ თებერვალში თურქეთში, საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობდნენ და უკრაინელებს ქართველებზე უკეთესი თუ არა, ნაკლები თამაში არ უჩვენებიათ. სლავთა გუნდი
დღევანდელი შეხვედრა ქართველებმა კვლავ მობილიზებულად და შემართებით ჩაატარეს. ძლიერი დასაწყისის (19:6) შემდეგ, გია კაზანჯიანის გუნდი ოდნავ მოდუნდა და მეორე პერიოდი მეტოქეს 16:23 დაუთმო. მწვრთნელმა დროულად მიიღო შესაბამისი ზომები და მასპინძლებმა თამაში გაათანაბრეს, ბოლო პერიოში კი აშკარა უპირატესობას დაეუფლნენ და 64:48 გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებში 15 ქულითა და 7 პასით დავით აფხაზავა გამოირჩა, გუშინდელმა ბომბარდირმა ლევან ბაბილოძემ კი ამჯერად 13 ქულა მიითვალა. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა ლუკა ბულაშვილს, რომელმაც 14 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.
ხვალ, 12:00 საათზე, „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე საქართველო და უკრაინა მესამე სპარინგ-მატჩს გამართავენ, რის შემდეგაც სლავები სამშობლოში გაემგზავრებიან.
16-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. დინამოს ბაზა. 29 ივლისი
საქართველო – უკრაინა 64:48 (19:6, 16:23, 10:10, 19:9)
საქართველო: დარბაიძე (3), ლოლიშვილი (3), ცხოვრებოვი, ფურცხვანიძე (2), აკობია, ლეონიძე (8), გვიანიძე, თვალაბეიშვილი (6ქ, 8მ), ბულაშვილი (14ქ, 9მ), აფხაზავა (15ქ, 7პ), ბაბილოძე (13), დოლიძე.
www.gbf.ge