საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში გამართული ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მე-7 ადგილზე დაასრულა.
გია კაზანჯიანის შეგირდებმა ტურნირზე ბოლო მატჩი მაკედონიასთან ჩაატარეს და მეტოქე მოულოდნელად იოლად – 86:64 დაამარცხეს. ქართველთაგან საუკეთესო ვილი ისიანი გახლდათ, რომელმაც კვლავ ორმაგი დუბლი (12 ქულა, 14 მოხსნა) შეასრულა, დავით ლომიძემ და გიორგი ცირეკიძემ 17-17 ქულა ჩააგდეს და ამ უკანასკნელმა 8 მოხსნაც მიითვალა, ლევან გოგალაძის აქტივში 11 ქულა და 5 პასი იყო, ვიტალი ცქიფურიშვილის მონაგარი კი 10 ქულა გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა 16-წლამდელებმა სარაევოში სულ 9 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 4 გამარჯვება იზეიმეს: ლუქსემბურგთან (83:39), ბელარუსთან (74:66), ავსტრიასთან (81:65) და ხსენებულ მაკედონიასთან. მარცხიანი შეხვედრები კი ასე წარიმართა: ჩეხეთი – 51:52, უნგრეთი – 59:63, ბოსნია-ჰერცეგოვინა – 63:75, დანია – 62:74, ინგლისი – 52:80.