კალათბურთი

13:34 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა 16-წლამდელებმა “ბ” დივიზიონში მე-10 ადგილი დაიკავეს

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში თამაში მე-10 ადგილზე დაასრულა. გია კაზანჯიანის შეგირდებმა ბოლო მატჩი მაკედონიასთან ჩაატარეს და 81:93 წააგეს. ამდენად, მასპინძლებმა ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისთვის (77:87) რევანში აიღეს.

საერთო ჯამში, ქართველმა კალათბურთელებმა 5 მატჩი მოიგეს, 3 კი დათმეს და 18 და 20-წლამდელთა გუნდებისგან განსხვავებით, არცთუ ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს.

ცნობისთვის, “ა” დივიზიონის საგზურები ჩერნოგორიამ, ისრაელმა და ინგლისმა მოიპოვეს, ელიტას კი უკრაინის, პოლონეთის და დანიის ნაკრებები დაემშვიდობნენ.

 

16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. “ბ” დივიზიონი. მეცხრე-მეათე ადგილებისთვის

მაკედონია – საქართველო 93:81 (24:19, 23:23, 27:24, 19:15)

სრული სტატისტიკა

http://u16men.fibaeurope.com/enDivB/cid_IIYgusIDGZQ9Od8JC9C9x0.gameID_10193-85-A-1.compID_YUjW-7-FJ,kK9s431Lyr41.season_2014.roundID_10106.teamID_.html

0.126637