ქართველ სუმოისტებს მიმდინარე წლის მარტში ოსაკას ბაშოზე წარმატებული ასპარეზობა დაუფასდათ. შეგახსენებთ, რომ წლის მეორე სუპეტურნირზე ტოჩინოშინიმ, კოკაიმა და გაგამარუმ დადებითი ბალანსის (კაჩიკოში) მოპოვება შეძლეს, რისი წყალობითაც დღეს გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში (ბანძუკე) საგრძნობი წინსვლა განიცადეს.
ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ქართული ტრიოდან ყველაზე მაღალი პოზიცია ტოჩინოშინიდ წოდებულ ლევან გორგაძეს უკავია. 22 წლის სეკიტორი ოსაკაში დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით ირჯებოდა და 6 მარცხის წილ 9 გამარჯვება იზეიმა, რაც მე-2 მაეგაშირას ტიტულამდე აღსაზევებლად აღმოჩნდა საკმარისი.
კიდევ უფრო დიდი წინსვლა შეეხო ქართული სუმოს პიონერ ლევან ცაგურიას იგივე კოკაის, რომელმაც აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირობა მე-6 მაეგაშირას წოდებაზე გაცვალა. 29 წლის “შავმა ზღვამ” მარტის ბაშოზე მხოლოდ 5 შერკინება დათმო, 10-ში კი დოჰიოს გამარჯვებული სტოვებდა.
მაკუუჩიმდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ქართველთაგან ყველაზე მძიმე (189 კგ.) სეკიტორ თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ), რომელმაც გასულ ტურნირზე ძურიოს მე-3 ნომრით იასპარეზა და მინიმალურ დადებით ბალანსს (8 მოგება, 7 მარცხი) გამორჩა. გაგამარუს ძურიოს პირველი რეიტინგი მიაკუთვნეს და მას ელიტაში დასაწინაურებლად მომავალ ტურნირზე ნებისმიერი კაჩი-კოში ეყოფა.
სუმოს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში უმაღლესი – იოკოძუნას სტატუსი კვლავაც მხოლოდ მონღოლ ჰაკუჰოს გააჩნია, რომელსაც ოძეკების ტიტულით კვალში თანამემამულე ჰარუმაფუჯი, ბულგარელი კოტოოშუ, ესტონელი ბარუტო და იაპონელები კოტომიცუკი და კაიო უდგანან. სეკივაკეს რანგს უწიეს კისენოსატომა და ამინიშიკიმ, ხოლო კოტოშოგიკუსა და ტოჩიოძანს კომუსუბობით დაკმაყოფილება მოუხდათ.
პროფესიული სუმოს უმაღლეს დივიზიონს დაუბრუნდნენ 26 წლის ექს-სეკივაკე ტოჩინონადა, კიმურაიამა, ვაკაკოუ და კორიუ. მაკუუჩისა და ძურიოს სრული კლასიფიკაციის გაცნობა ქვემოთ შეგიძლიათ, ჩვენის მხრივ კი დავძენთ, რომ მომდევნო ბაშო ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” 9-23 მაისს შედგება.
აღმოსავლეთი დასავლეთი
ჰაკუჰო იოკოძუნა
ჰარუმაფუჯი ოძეკი კოტოოშუ
კოტომიცუკი ოძეკი კაიო
ოძეკი ბარუტო
კისენოსატო სეკივაკე ამინიშიკი
კოტოშოგიკუ კომუსუბი ტოჩიოძანი
ტოიონოშიმა 1-ლი მაეგაშირა მიაბიამა
ჰომაშო მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინი
კაკურიუ მე-3 მაეგაშირა ვაკანოსატო
კიტატაიკი მე-4 მაეგაშირა ასასეკირიუ
ივაკიამა მე-5 მაეგაშირა ჰაკუბა
ტოკიტენკუ მე-6 მაეგაშირა კოკაი
ტამავაში მე-7 მაეგაშირა კიოკუტენჰო
კაკიძოე მე-8 მაეგაშირა ტოიოჰიბიკი
ტოსაიუტაკა მე-9 მაეგაშირა გოეიდო
არანი მე-10 მაეგაშირა ოკინოუმი
მოკონამი მე-11 მაეგაშირა ტოკუსეგავა
ტაკეკაძე მე-12 მაეგაშირა კიმურაიამა
იოშიკაძე მე-13 მაეგაშირა ტაკამისაკარი
ტოჩინონადა მე-14 მაეგაშირა ჰოკუტორიკი
ვაკაკოიუ მე-15 მაეგაშირა შიმიტორი
კორიუ მე-16 მაეგაშირა ტამანოშიმა
აღმოსავლეთი დასავლეთი
საგაცუკასა N1 გაგამარუ
შოტენრო N2 კოტოკასუგა
კასუგაო N3 ჩიოჰაკუჰო
ტამაასუკა N4 სოკოკურაი
მასაცუკასა N5 ბუშუიამა
ასოფუჯი N6 ტოსანოუმი
ტოიოზაკურა N7 ტოკუშინო
დაიდო N8 საკაიზავა
კასუგანიშიკი N9 კიოკუნანკაი
კიოსეუმი N10 ჰოშიკაძე
ვაკატენრო N11 იამამოტოიამა
მაცუტანი N12 ფუტენო
კირინოვაკა N13 კანბაიაში
სადანოფუჯი N14 კაიჰო







