სხვა

13:40 | 23.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ოლიმპიელის ხსოვნისთვის

23 მარტს ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება.
ამასთან დაკავშირებით თბილისში ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი, საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იოზეფ ფენდტი, თურქეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თოგაი ბაიათლი და სხვა ევროპელი სტუმრები ჩამოვიდნენ.
ევროპული სპორტის მაღალჩინოსნებმა სეოკ-ის ხელმძღვანელობასთან ერთად 5 დეკემბრის ქუჩაზე მდებარე საწყლოსნო კომპლექსი მოინახულეს, რომლის რეკონსტრუქციაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, მოგვიანებით კი დუშეთის სპორტულ კომპლექსიც დაათვალიერეს.
დღეს სტუმრები ბაკურიანს სტუმრობენ და ქართველი მოციგავის ხსოვნას პატივს კიდევ ერთხელ მიაგებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094801