ჩოგბურთი

15:51 | 26.06.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ქართველი ნახევარფინალისტები ყაზახეთში

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირებს, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, ქართველი ნახევარფინალისტები ჰყავს.

ქალებში მე-2 ნომრად განთესილმა სოფო ქვაცაბაიამ მე-6 რეიტინგის მქონე უზბეკი არინა ფოლტსი 6:1, 6:0 გაანადგურა და ფინალის საგზურს “უაილდ ქარდის” მქონე რუს იულია ბრიზგალოვას გაეჯიბრება.

მე-2 ნახევარფინალში რუსი შაფიროვა და უზბეკი ეკშიბაროვა ითამაშებენ.

ვაჟთა ტურნირის მეოთხედფინალში გიორგი ცივაძემ რუსი ვლადიმირ პოლიაკოვი 6:1, 6:4 დაამარცხა და მე-3 ნომრად განთესილ იარასლაუ შილასთან ჭიდილი ელის. შეგახსენებთ, რომ ცივაძემ ასპარეზობა საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო.

ფინალის მე-2 საგზურისთვის ყირგიზი დულდაევი და უზბეკი ისმაილოვი იბრძოლებენ.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:08 | 14.02.2020
qomagi (1575)

წარმატებები ზესტაფონს!!! ძალიან სიმპათიური და კარგი გუნდი იყო და რა უქნეს, ძალიან მინდა რომ მალე დაუბრუნდეს უმაღლეს ლიგას ძველებურად კონკურენტუნარიანი და მებრძოლი. ეს ძალიან წაადგება ქართულ ფეხბურთს.

11:11 | 14.02.2020
feroo (2)

2024-დან ლიგა 1-ში ვიქნებით ისევ, თუ იქამდე სახელი არ შეუცვალეს

00:36 | 14.02.2020
ozurgeteli_celqobs (54)

midit zestafonelo dzmebo, ozurgetlebi gbaleshikobt

19:48 | 13.02.2020
lagashi (6738)

ეჰ ზესტა...

19:37 | 13.02.2020
zesta.gulshematkivari (159)

სულმალე ისევ დაბრუნებოდეს ძველი დიდება ჩემს ზესტაფონს. ამას ველი დიდიხანია

0.066353