სხვა

22:38 | 7.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მშვილდოსნები ფრანგებს ვერ გასცდნენ

ხორვატიის ქალაქ პორეჩში მიმდინარე მსოფლიო თასის ეტაპზე მშვილდოსნობაში, საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა მერვედფინალში დაასრულა.
პირველი დღის შემდეგ, ქართველებს მე-8 შედეგი ჰქონდათ და ფლეი-ოფის პირველ რაუნდში მე-9 რეიტინგის მქონე ფრანგებს დაუპირისპირდნენ, რომელთანაც 201:208 დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, რომ ხორვატიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ასმათ დიასამიძე, ქრისტინე ესებუა და ხათუნა ნარიმანიძე იცავდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091352