5-11 აპრილს ერევანში მოკრივეთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც 15 ქვეყნის 105 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სომხეთში წარმატებულად იასპარეზა.
რამაზ ფალიანის გაწვრთნილებმა 1 ოქროსა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტურნირის გამარჯვებული ბექა ლობჟანიძე (+91 კგ.) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი იროდიონ ონაშვილმა (57 კგ.), კობა ფხაკაძემ (60 კგ.), ლევან კლდიაშვილმა (81 კგ.) და დავით გოგიშვილმა (91 კგ.) დაისაკუთრეს.
6-12 აპრილს კი ანკარაში A-კლასის საერთაშორისო შეჯიბრი, თურქეთის პრემიერ-მინისტრის სახელობის ტურნირი ჩატარდა. ანკარაში ქართველმა მოკრივეებმა ერთი მედალი მოიპოვეს. თავი ჯაბა ხოსიტაშვილმა (75 კგ.) გამოიჩინა, ვისაც ბრინჯაოს მედალი მოიგო.







