სხვა

13:33 | 20.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოცურავეების წარმატება ბელარუსში

 

ბელარუსის ქალაქ ბრესტში მოცურავეთა საერთაშორისო ტურნირზე წარმატებას მიაღწიეს ქართველმა მოცურავეებმა, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ზურაბ ხომასურიძის ხელმძღვანელობით.

ეროვნული ნაკრების წევრმა და ოლიმპიური თამაშების მონაწილე – ირაკლი რევიშვილმა თავისუფალი ყაიდით 200 (1.52,51), 400 (3.58,81) და 800 (8.20,41) მეტრ დისტანციებზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, 400 მეტრზე კი 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ლიცენზია შეასრულა და გაისად ამ შეჯიბრებაზე ყაზანში გაემგზავრება.

თავი გამოიჩინა თეიმურაზ კობახიძემაც, რომელმაც ბატერფლაიში 50 (24.9) და 100 (55.3) მეტრზე საქართველოს რეკორდები გააუმჯობესა, 200 მეტრზე (2.04,00) კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113139