ქართველი მოჭადრაკეებისთვის ძალიან წარუმატებლად დასრულდა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელსაც არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქი ალ აინი მასპინძლობდა.
ტურნირის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში ჯამში 23 ქართველი ჩაება და მათგან მოწინავე ოცეულში შესვლა მხოლოდ ორმა მოახერხა. 10 წლამდე გოგონათა შეჯიბრში თამარ ესაძემ 7.5 ქულით მე-16 ადგილი დაიკავა, ხოლო 16-წლამდელებში მარიამ ჭოლაძე 7.0 ქულით მე-14 იყო.
ცნობისთვის, მსოფლიოს ჩემპიონატი 11 ტურად მიმდინარეობდა, საუკეთესო მაჩვენებლები კი ინდოეთის და ჩინეთის ნაკრებებმა მიითვალეს, რომელთა აქტივშიც 3-3 ოქროს მედალი მოიპოვეს. თითო გამარჯვებული ჰყავდათ რუსეთს,
გოგონები:
8 წლამდე
67. სალომე ბეიტრიშვილი – 5.0 ქულა
10 წლამდე
16. თამარ ესაძე – 7.5 ქულა
43. ეკატერინე ფიფია – 6.5 ქულა
12 წლამდე
72. ელენე კოსტავა – 5.5 ქულა
14 წლამდე
45. თეა ჭოლაძე – 6.0 ქულა
56. ნინო ჯალაღონია – 5.5 ქულა
104. მარიამ ჯავახიშვილი – 4.0 ქულა
16 წლამდე
14. მარიამ ჭოლაძე – 7.0 ქულა
18 წლამდე
38. ნანი უნაფქოშვილი – 6.0 ქულა
ჭაბუკები:
8 წლამდე
134. გიორგი ლომინაძე – 4.5 ქულა
10 წლამდე
55. ნიკოლოზ კაჭარავა – 6.5 ქულა
12 წლამდე
73. ლუკა ობოლაძე – 6.0 ქულა
127. კოკა ბუკია – 5.0 ქულა
143. ნიკა ხვადაგიანი – 5.0 ქულა
14 წლამდე
64. ლუკა ლიჩელი – 6.0 ქულა
76. გიგი აბსარიძე – 6.0 ქულა
95. გიორგი თავზარაშვილი – 5.5 ქულა
105. გურამ კოკაია – 5.5 ქულა
133. დავით გვენეტაძე – 4.5 ქულა
16 წლამდე
21. გიორგი სიბაშვილი – 7.0 ქულა
56. ნიკა ღვამბერია – 6.0 ქულა
58. ნიკოლოზ ქუმსიაშვილი – 6.0 ქულა
73. ნოე თუთისანი – 5.5 ქულა